2018-07-02 23:56:24
ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა მეუფე იობის ორგანიზებით - ვადამდელი არჩევნების მოთხოვა და საპოტეტსო აქციების ანონსი

 

მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, სპორტის სასახლეში  „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“ 6 ივლისს,18 საათზე, გაიმართება. ყრილობის დეტალებზე ,,ასავალ დასვალთან” ინტერვიუში რუსი-ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი აბდუშელიშვილი

რუის-ურბნისის ეპარქიაში დიდი ხნის განმავლობაში ჩამოდიოდნენ ცნობილი სასულიერო პირები და ჩვენი ერის ღირსეული შვილები,რომლებიც მეუფე იობს ეროვნული ძალების გაერთიანებასა და რუის-ურბნისის ეპარქიაში საერთო კრების ჩატარებას სთხოვდნენ.პარტიებს შორის არსებული უთანხმოების გამო ამ იდეის რუის-ურბნისის ეპარქიაში განხორციელება ვერ მოხერხდა,სამაგიეროდ,ხანგრძლივი სჯა-ბაასისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა,რომ 2018 წლის 6 ივლისს,18 საათზე, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით , სპორტის სასახლეში გაიმართება ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა. მეუფე იობი ყრილობის ჩატარების საინიციატივო ჯგუფს- ეროვნულ საბჭოს დაჰპირდა,რომ შეიმუშავებს აღთქმის ტექსტს,რომელსაც ყრილობაზე წაიკითხავენ ! ამის შემდეგ თითოეული ქართველი ღმერთის,ქართველი ხალხის,ერისა და ბერის ჯინაშე აღთქმას დადებს! ყრილობის სათავეებთან ჩვენი ერის ღირსეული შვილები დგანან-ომარ მხეიძე,ტარიელ ხარხელაური,პროფესორი პაატა გიორგაძე,პოეტი თემურ ჩალაბაშვილი,პროფესორი მზია სულაძე,გიგლა გობეჩია,ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი ნუკრი მჭედლიშვილი და სხვა.ყრილობაზე იქნება სჯა-ბაასი ქვაყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ,თუ რატომ ვართ ამ დღეში,ვისი ან რისი ბრალია ეს ყველაფერი და ა.შ. “- აცხაებს ასავალ-დასავლტან ინტერვიუში  რუსი-ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი აბდუშელიშვილი

მისივე თქმით,  თუ ხელიუფოება ყრილობის მოთხოვნებას არ შესარულებს აქციები დაიწყება

„თუ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ყრილობის მოთხოვნებს ყურად არ იღებს,უზენაესი საბჭოსა და დღევანდელი პარლამენტის მონაწილეობით ახალ საარჩევნო კანონმდებლობას არ მიიღებს და ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს შემოდგომაზე არ დანიშნავს,მაშინ ეროვნული ყრილობა ქართველ ხალხს მიტინგებისა და დემონსტრაციებისკენ მოუწოდებს ! სხვა გამოსავალი,უბრალოდ, არ არსებობს , რადგან დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობით მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ნაცმოძრაობა იმარჯვებენ.“ - აცხაებს ასავალ-დასავლტან ინტერვიუში  რუსი-ურბნისის ეპარქიის წმინდა კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მოძღვარი მამა გიორგი აბდუშელიშვილი.

ამავე თემაზე