სიახლეები
პოლიტიკა
ბიზნეს ნიუსი
მთავარი სიახლე
2018-07-02 20:17:15
საქართველოს მიერ დეკლარირებული კეთილი ზრახვების მიუხედავად, თბილისის ნაბიჯები ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობებს ართულებს - რუსეთის საგარეო უწყება

საქართველოს მიერ დეკლარირებული კეთილი ზრახვების მიუხედავად, თბილისის ნაბიჯები ცხინვალთან და სოხუმთან ურთიერთობებს ართულებს - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. 

„მხარეებმა იმსჯელეს იმიერკავკასიაში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი სიტუაციის შესახებ, ასევე განიხილეს ინციდენტებზე პრევენციისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმების მუშაობა. რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვებისა და „უკეთესი მომვალისკენ ნაბიჯებისა“, საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობების გართულებას იწვევს. ამის მაგალითი არის გაეროში წარდგენილი მორიგი რეზოლუცია, რომელიც დევნილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხებათ, ასევე ახლახანს გამოცხადებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სასანქციო სია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე