2018-07-02 10:40:35
საქართველო - დემნა გვასალიას ახალი კოლექცია (ფოტო)

დემნა გვასალიას ახალი, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება პარიზში საქარველოს უახლესი ისტორიისა და ქართული დამწერლობის პოპულარიზაციას მიეძღვნა. დემნა გვასალიამ ახალ კოლექციაში ქართული წარწერები და საქართველოს დროშა გამოიყენა.

ინტერვიუში ქართველმა დიზაინერმა განაცხადა, რომ შთაგონების წყარო მისთვის "ოჯახი და ძალადობა" გახდა. მისი თქმით, წარსულის გააზრების გარდა, ჩვენების მიზანია მსოფლიო, საქართველოს უახლეს ისტორიას გაეცნოს.

გვასალიამ სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ტანსაცმელზე განთავსებული კოდების დასკანერების შემდეგ, მომხმარებელს Wikipedia-ს შესაბამის გვერდზე გადაიყვანს, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ აფხაზეთის ომის და ქართველთა გენოციდის ისტორიას.

სრული კოლექცია

ამავე თემაზე