სიახლეები
პოლიტიკა
ეკონომიკა
მთავარი სიახლე
2018-06-26 16:57:25
ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ამაღლობელის კანდიდატურა განიხილება

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ამაღლობელის კანდიდატურა განიხილება. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა ამაღლობელის კანდიდატურაზე აქტიურად მსჯელობს. 

ამაღლობელი 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით, 2001 წელს კი - ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკის ფაკულტეტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

1998 წელს დავით ამაღლობელი დაინიშნა საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად, 1999-2001 წლებში, აშშ-ში სწავლის პარალელურად, იგი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობდა.

2001 წლიდან ამაღლობელმა სამსახურებრივი კარიერა საქართველოში გააგრძელა და მუშაობა დაიწყო საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად. 2002-2003 წლებში იგი საქმიანობას განაგრძობს სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიაში, ეროვნულ ექსპერტად.

2001-2002 წლებში დავით ამაღლობელი მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში სამმართველოს უფროსად, ხოლო 2002-2003 წლებში სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობის კონსულტანტად მონეტარულ და ფისკალურ საკითხებში.

2004 წლის იანვრიდან დავით ამაღლობელი მუშაობას განაგრძობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად, იმავე წელს კი ინიშნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ.

2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელს ეკავა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, 2007 წლის ოქტომბრიდან 2009 წლის თებერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

ამავე თემაზე