2018-06-26 16:07:50
დემურ სტურუას საქმე - სააპელაციომ ყოფილი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც  დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა ბრალად, უდანაშაულოდ ცნო. შესაბამისად, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც  გოდერძი თევზაძე გასულ წელს გაამართლა. თევზაძეს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედებოდა, სასამართლომ ის ორივე ნაწილში გაამართლა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება საქმის პროკურორი და ამბობს, რომ გადაწყვეტილება უზენასეს სასამართლოში გასაჩივრდება. 

შეგახსენებთ, რომ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში დემურ სტურუამ 2016 წლის 8 აგვისტოს თავი ჩამოიხრჩო.  სტურუამ წერილი დატოვა, სადაც ის მასზე ზეწოლაში და თვითმკლელობამდე მიყვანაში პოლიციელს ადანაშაულებდა - "დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა"- დაწერა სტურუამ წერილში.   

ამავე თემაზე