2018-06-22 16:45:16
სად შევიძინო იღბალი?

ყველაზე იღბლიანი თამაშების შეძენა, რომელთა საწყისი საპრიზო ფონდი 17  მილიონ ლარს აჭარბებს, მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი!!!  მომენატალური გათამაშებების საპრიზო ფონდი 16 700 000 ლარია, ხოლო ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის ჯეკპოტი უკვე 700 000 ლარზე მეტია! მოგების სახით გაცემულმა თანხამ კი ამ დროისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

საქართველოს  ეროვნული ლატარიის პროდუქტების  ტირაჟიანი  ,,ლოტო 6/36’’-ის და მომენტალური გათამაშებების ,,ოქროს საწმისის’’, ,,შვიდიანისა’’ და ,,ფარაონის’’ ბილეთების შეძენა მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეუძლიათ. კომპანია მაქსიმალურად აფართოებს გაყიდვების არეალს და ეტაპობრივად ფარავს მსხვილ სავაჭრო ობიექტებს.

ვისაც სჯერა იღბალის და ნიშნების, ლატარიის პროდუქტების შეძენა შეუძლია თბილისსა და რეგიონებში საქართველოს ფოსტის ჯიხურებში, ასევე ეროვნული ლატარიის სერვის ცენტრებში, კერძოდ:

თბილისი - ,,გალერია თბილისი’’,  ,,თბილისი მოლი’’,  ,,გლდანი მოლი’’,   ,,გლდანი სითი მოლი’’, სამშენებლო ჰიპერმარკეტი ,,გეორგია’’;

ქუთაისი - სავაჭრო ცენტი ,,ქარვასლა’’ და ,,გრანდ მოლი’’;

ბათუმი - სავაჭრო ცენტრი ,,მეტრომოლი’’ და ,,შავი ზღვის მოლი’’.

გარდა ამისა, შეგახსენებთ რომ საქართველოს ეროვნული ლატარიის პროდუქტების შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით ასევე შესაძლებელია ,,ავერსის’’ სააფთიაქო ქსელში და  ,,ორი ნაბიჯის’’ სავაჭრო ობიექტებში, ასევე   200-ზე მეტ სხვადასხვა სავაჭრო წერტილებში.

სულ რამდენიმე დღეში, კი სახლიდან გაუსვლელად მომხმარებელს შეეძლება ტირაჟიანი ,,ლოტო 6/36’’-ის ბილეთების ონლაინ შეძენა და 700 ათას ლარიანი ჯეკპოტისთვის ბრძოლა.  ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ლატარიის ონლაინ პლატფორმა ტესტირების რეჟიმშია, რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება. ონლაინ რეგისტრაცია, ბილეთების შეძენა და მოგება შესაძლებელი იქნება კომპანიის საიტიდან www.lotto.ge.

ამავე თემაზე