2018-06-21 17:49:14
„ვილნიუს“ - ახალი ბარი თბილისში

თბილისში პირველი ლიეტუვური ბარი „ვილნიუს“-ი იხსნება,ოფიციაური გახსნის ცერემონია 23 ივნისს, 20:00 საათზეა ჩანიშნული. ღონისძიებას ადგილობრივი სათვისტომოს და ლიეტვური ენისა და კულტურის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში ლიეტუვის საელჩოდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„ვილნიუს“-ის გახნის თარიღი საგულდაგულოდაა შერჩეული - სწორედ 23 ივნისს ლიეტუველების ყველაზე საყვარელი დღესასწაული წმინდა იოანეს დღე აღინიშნება.

საგულდაგულოდაა შერჩეული ბარისინტერიერიც, ბალტიური ორნამენტებით და ქართულ-ლიეტუვური ურთიერთობების ამსახველი ფოტო მასალა, სტუმრებს ლიეტუვის იტორიას მოუყვება და ვილნიუსში ამოგზაურებს.

ბიზნეს იდეა ქართველ და ლიეტუელ მეგობრებს ეკუთვნით, სწორედ ამ ორი ქვეყნის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული ბარის პერსონალიც, რომლებიც სტუმრებს ქართული და ლიეტუვური სამზარეულოთი და სასმელებით გაუმასპინძლდებიან

“სტუმართმოყვარე, მეგობრული, ტოლერანტული და განსხვავებული - სწორედ ასეთია ვილნიუსი საუკუნეების მანძილზე, თავისი თვალსაჩინო თუ უხილავი სილამაზით, სწორედ ამიტომ გვინდა, რომ ეს ხიბლი სხვებმაც გამოსცადონ. განსაკუთრებით კი ეს ყველაფერი  შეიგრძნონ ბარის იმ სტურებმა, რომლებიც არც არასდროს ყოფილან ამ ქალაქში. იგრძენით თავი როგორც საკუთარ სახლში, ისიამოვნეთ სასმელით, დაგვეხმარეთ ჩვენ, რომ თქვენთვის შევქნმათ მოგონება რომელსაც თან წაიღებთ და ყოველთვის გაიხსენებთ. „ვილნიუს ბარი“-ს კარგი თქვენთვის კარი ყოველთვის ღია იქნება“- აცხადებს ბარის ერთ-ერთი მფლობელი შოთა კუკულაძე.

„ვილნიუს ბარი“-ი ძველ თბილისში,  გრიგოლ აბაშიძის 4 ნომერში მდებარეობს, ბარის მფლობელების თქმითთბილისი არ იქნება ერთადერთი ქალაქი სადაც ვილნიუს ბარი იფუნქციონირებს, მათივე განცხადებითფილიალები უახლოეს მომავალში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.

ამავე თემაზე