2018-06-19 23:02:17
ბავშვური გამომივა, რომ დედა დავიფიცო, მაგრამ თეა წულუკიანს გამწირავთ და გაგწირავთ, არ უთქვამს - ვოლსკი (ვიდეო)

„ძალიან ბავშვური გამომივა, რომ თქვენთან დედა დავიფიცო, მაგრამ საზოგადოებისთვის, ვინც მე მიცნობს, შემიძლია, ვთქვა დარწმუნებით, რომ არავითარი მაგდაგვარი თეა წულუკიანს, რომ გამწირავთ და გაგწირავთ, არათუ არ უთქვამს, საერთოდ არ შეესაბამება მის პიროვნებას,“ - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ, გადაცემა არჩევანში, თეა წულუკიანისკომენტარის შეფასებისას გააკეთა.

„ძალიან ბავშვური გამომივა, რომ თქვენთან დედა დავიფიცო, მაგრამ საზოგადოებისთვის, ვინც მე მიცნობს, შემიძლია, ვთქვა დარწმუნებით, რომ არავითარი მაგდაგვარი თეა წულუკიანს, რომ გამწირავთ და გაგწირავთ, არათუ არ უთქვამს, საერთოდ არ შეესაბამება მის პიროვნებას ისევე, როგორც ბევრი ჩვენგანის პიროვნებას, უმეტესობას კი არა, ყველას. ეს არის ის ჭორი, რომელსაც კიდევ ერთხელ იყენებს გარკვეული პოლიტიკური ძალები, რათა ჩამოკიდოს, ჩრდილი მიაყენოს, დისკრედიტაცია გაუკეთოს არა მარტო გუნდს, არამედ კონკრეტული პიროვნებები არის ამორჩეული, ისევ როგორც ვთქვათ, ეკა ბესელიაზე წერს ყოველ წუთში თქვენი ხელმძღვანელი,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე