2018-06-19 14:54:16
"მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში"

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. წულუკიანს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე უსმენენ.

მისი თქმით, ოპოზიცია მისით უკმაყოფილოა იმის გამო, რომ სასამართლოში საკუთარი მიზნების მიხედვით ვეღარ ალაგებენ საქმეებს.

„მთავარი შედეგი იცით რა არის? მე შეიძლება ბოლოჯერ მეძლევა თქვენს წინაშე გამოსვლის საშუალება ამ რანგში, მთავარი ეფექტი, ბატონო ზაქრო, ის არის ამ რეფორმების, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი დანაყოფები, მერე რომ პარტიებად ჩამოყალიბდნენ, სასამართლოებს ამ რეფორმების წყალობით ვეღარ ალაგებენ ისე, როგორც თვითონ უნდათ. ამიტომ არიან უკმაყოფილოები ამ რეფორმებით და იქნებ უმრავლესობაში ამ კუთხით დაიწყოთ ანალიზი“- აცხადებს თეა წულუკიანი.

ამავე თემაზე