Echowaves ახალი მუსიკალური ფესტივალი - ანაკლია 23/26 აგვისტო
2018-06-19 10:56:55 · ამობეჭდვა

Echowaves ახალი მუსიკალური ფესტივალია რომელიც სტარტს წელს ანაკლიაში აიღებს. 23-დან 26 აგვისტომდე გამართულ მასშტაბურ მუსიკალურ მოვლენაში მონაწილეობას მიიღებს 150-ზე მეტი არტისტი.

Echowaves ფესტივალი ცნობილი ევროპული ბრენდის, EXIT-ის მხარდაჭერით გაიმართება. EXIT-ს „ ევროპის საუკეთესო ფესტივალის“ წოდება არაერთხელ აქვს მიღებული. თავად EXIT სერბეთში, 2000 წელს დაარსდა და მას საფუძვლად დიდი სტუდენტური მოძრაობა უდევს.

Echowaves ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. 4 დღიანი multi-pass-ის საწყისი ფასი, 120 ლარია.

ფესტივალის სტუმრებს შორის არიან: JUAN ATHKINS FEAT DZIJAN EMIN AND TBILISI CONSERVATOIRE ORCHESTRA, TRICKY, ARIL BRIKHA, SOLOMUN, ANDREY PUSHKAREV, KOLLEKTIV TURMSTRASSE და სხვები.

ფესტივალის ორგანიზატორია Anaklia Entertainment group company . საერთაშორისო პარტნიორი კი- EXIT.

ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ანაკლიაში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო ყველა ტექნიკურ დეტალს, რომელიც ფესტივალის გამართულად მუშაობისთვის არის საჭირო. მათ დაათვალიერეს ბულვარის ტერიტორია სადაც განთავსდება ფესტივალის სცენები და ყველა საჭირო ობიექტი.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, ღონისძიება სცდება მხოლოდ მუსიკალური ფესტივალის ფარგლებს. საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე, ანაკლიის სანაპიროზე, ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ კარგ მუსიკასაც მოუსმინონ და ანაკლიის სანაპირო მაქსიმალურად აითვისონ - აქ იქნება სახელოვნებო სივრცე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და იმუშავებს აკვა-პარკი. ორგანიზატორების თქმით, მაქსიმალურად იქნება დაცული საფესტივალო ცხოვრებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.

Echowaves ის ბილეთების ყიდვა შესაძლებელია შემდეგ საიტებზე:

https://tkt.ge/ka/event/echowaves-powered-by-exit-146767

https://eventer.ge/event/echowaves-powered-by-exit/904/en

https://biletebi.ge/startup.aspx








გაზიარება და მოწონება