2018-06-18 19:38:59
ფოტო ოზურგეთიდან

პატიოსან ხალხს ამოფარებული კრიმინალური ხელისუფლება -  ასე აფასებს ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს დღის ბოლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს.

ოზურგეთის საკრებულოსთან დღეს მტელი დღის განმავლობაში ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დილიდან რეგიონში მობილიზებული იყო სპეცრაზმი, ხოლო თვითმმართველი ორგანოს შენობასან პოლიცია. 

სამართალდამცველები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს თავდაპირველად შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც ხელჩართული დაპირისპირებაც მოხდა. პარალელურად აქცია იმდინარეობდა შენობის გარეთ. ვითარების განმუხტვის მიზნით სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან რამდენიმე ადამიანი განარიდეს

სიტუაცია მოგვიანებით გამიმუხტა, როდესაც აქცია დაიშალა და პოლიციამ საკრებულოს წევრებს შენობაში შესვლის უფლება მისცა. 

ამ დროისათვის "ნაციონალური მოძრაობის" სამი წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან შიმშილობს. მთავარი მოთხოვნაა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრისა და ამავე საკრებულოს დეპუტატის ბესო ქათამაძის ცემის ფაქტზე დაისაჯოს საკრებულოს უმრავლესობის ყველა ის წევრი, რომლებმაც ქათამაძის ცემაში მონაწილეობა მიიღო.

 

ამავე თემაზე