2018-06-17 12:28:23
ამ წუთებში "ქართული ოცნების" დეპუტატის ტარიელ აროშიძის პროცესი იწყება

ამ წუთებში ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ადგილობრივი საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატის ტარიელ აროშიძის პროცესი იწყება. გამოძიება მას "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ედავება, რაც ცემას გულისხმობს. 

შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატს ბესო ქათამაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, , ბესო ქათამაძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" კაბინეტში თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელ ბესო ქათამაძეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო დაესხნენ თავს. დავით მჟავანაძე კი საგამოძიებო ორგანოს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.


 

 

ამავე თემაზე