2018-06-16 14:34:55
თბილისში BEKO-ს მაღაზია გაქურდეს

თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ტერიტორიაზე ტექნიკის მაღაზია BEKO გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 19 ცალი მობილური ტელეფონი. ასევე, მაღაზიიდან მოიპარეს 4500 ლარი.

ტექნიკის მაღაზია სავარაუდოდ ოთხმა არასრულწლოვანმა გაქურდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. 

ამავე თემაზე