2013-09-20 20:59:21
ექსკლუზივი: ქართველმა პატიმარმა გინესის რეკორდი დაამყარა (ფოტორეპორტაჟი)

ქართველმა მსჯავრდებულმა კუკური სალბიშვილმა გინესის რეკორდი გააუმჯობესა, მან ერთ წუთში 49 აზიდვა მოახდინა. რეკორდის დამყარების დროს ის ორ თითს ეყრდნობა.  გინესის რეკორდი კუკური სალბიშვილმა ქსნის N15 დაწესებულებაში  დაამყარა, ასპარეზობა საქართველოს რეკორდების ფედერაციის ორგანიზებითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა. ამავე მსჯავრდებულმა 2013 წლის 19 მარტს კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა და შუა თითზე 17 აზიდვა შეასრულა. მარტში დამყარებული რეკორდი შესულია აზიის რეკორდების წიგნში.  მსჯავრდებული კუკური სალბიშვილი პირველი ქართველი პატიმარია, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. 

 

პირველი რადიო გთავაზობთ ამ მოვლენის ამსახველ ფოტორეპორტაჟს: 

ამავე თემაზე