ახალი პრემიერი მამუკა ბახტაძე იქნება
2018-06-14 18:19:14 · ამობეჭდვა

ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა. განცხადება ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და განაცხადა, რომ ბახტაძეს გუნდმა ერთხმად დაუჭირა მხარი:

„გუნდმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი პრემიერის კანდიდატურას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მამუკა ბახტაძის მეთაურობით წარმატებით უზრუნველყოფს ქვეყნის წინსვლას და განვითარებას,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





გაზიარება და მოწონება