"საქმე გვქონდა შეთქმულებასთან, ბიძინა ივანიშვილი კინაღამ გადააყირავეს..." (ვიდეო)
2018-06-14 15:00:24 · ამობეჭდვა

ჩვენ იმ დღეს გვქონდა საქმე როგორც ჩანს შეთქმულებასთან, მონათა აჯანყების მცდელობასთან - აცხადებს გუბაზ სანიკიძე. სანიკიძე მმართველი გუნდის იმ შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც "ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომამდე ერთი დღით ადრე გაიმართა. სანიკიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი იყო კატასტროფის წინაშე, "კინაღამ გადააყირავეს" - აცხადებს სანიკიძე "ტვ პირველის" ეთერში. სანიკიძე ამბობს, რომ ივანიშვილი მარტო დარჩა:

"როგორც ჩანს ჯერჯერობით მოერია მაგრამ, ჩათვალეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული ძალიან ახლოვდება და ეს უკვე ტექნიკის და დროის საკითხია" აცხადებს სანიკიძე.





გაზიარება და მოწონება