"რესიჟისორმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, გამოვიდეს ჩრდილიდან და ჩაუდგეს სათავეში გუნდს"
2018-06-14 14:38:50 · ამობეჭდვა

ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი ტიპის მმართველობა არის დამანგრეველი შედეგების მქონე- აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაზე საუბრისას, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია "რესჟისორი გამოვიდეს ჩრდილიდან"

"ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. პატარა ზომის, მაგრამ დიდი გამოწვევების მქონე ქვეყანა თუ საშინაო და თუ საგარეო მიმართულებებით და ჩვენი ქვეყნისთვის მსგავსი ტიპის მმართველობა არის დამანგრეველი შედეგების მქონე. ამიტომ თქვა პერზიდენტმა, რომ დავანებოთ თავი ამ თამაშს, როდესაც სცენაზე მსახიობები იცვლებიან, მაგრამ რესჟისორი ერთი და იგივეა და ამიტომ ამ რესჟისორმა უნდა აიღოს ზუსტად პასუხისმგებლობა გამოვიდეს ჩრდილიდან და მან გუნდი კი არ დააკომპლექტოს, ის ჩაუდგეს სათავეში გუნდს" განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.





გაზიარება და მოწონება