სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-14 14:34:15
კითხვა უნდა დაისვას შემდეგნაირად - ვინც იქნება ახალი პრემიერ მინისტრი, რა ნიშნით და რა მიღწევების გამო შეჩერდება მასზე არჩევანი

არ არის სწორი მიდგომა ვინ იქნება შე​მდეგი - კითხვა უნდა დაისვას შემდეგნაირად -ვინც იქნება შემცვლელი და ახალი პრემიერ მინისტრი რატომ შეჩერდება მასზე არჩევანი, რა ნიშნით, რა კრიტერიუმით, რა მიღწევების და მონაცემების გამო- აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი.

"საუბარია იმაზე, რო ერთი ადმიანი წავიდა, მეორე მოვიდა, სახელები იცვლება, მაგრამ სინამდვილეში გადაწყვეტილების მიღების და სიმძიმის ცენტრი სხვაგან არის, ეს უკვე ძალიან ნათელი სურათია, რომ ასე იმართება ქვეყანა და საერთოდ კითხვა ჩნდება იმასთან მიმართებაში მმართველობის რა ფორმაში ცხოვრობს დღეს საქართველო და ეს ფორმა რამდენად არის შესაბამისი არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ თანამედროვე სახელმწიფოს მართვის მეთოდებთან და ფორმებთან" განაცხადა ნაცვლიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში 

ამავე თემაზე