სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-14 13:56:18
პრემიერობის კანდიდატმა ბახტაძემ ,,ნაციონალურ მოძრაობას" 20 000 ლარი შესწირა 

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად სახელდება, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის შემომწირველი იყო. 

სახელმწიფო აუდიტის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მამუკა ბახტაძემ  2012 წლის 2 აგვისტოს  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად 20 000 ლარი გადარიცხა. 

მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრობამდე საქართველოს რკინიგზის დირექტორი იყო. 

ამავე თემაზე