"ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ მომავალ მთავრობაში"
2018-06-14 13:40:39 · ამობეჭდვა

საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მომავალ მთავრობაში ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ხედავს.

,,დღევანდელი მდგომარეობით, ვერც ერთი მინისტრის ადგილს ვერ ვხედავ მომავალ მთავრობაში, ვინაიდან საქართველოში არ არის წარმატებული სფერო, რომელსაც ცვლილება და მეტი წინსვლა არ სჭირდება. რა თქმა უნდა, თუ საუბარი არის ცალკეულ გვარებზე, შემიძლია სრულად გავიზიარო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და ზაზა სარალიძის მოთხოვნა. ეს არის კონკრეტული ადამიანები და კონკრეტული მოთხოვნები, რომელსაც ვეთანხმებით, მაგრამ მთლიანობაში გამოსავალი არის გუნდის, ხედვის, მუშაობის სტილის შეცვლასა და საქართველოში ახალი განვითარების მოტანაში,’’ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





გაზიარება და მოწონება