სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-14 12:41:31
ვრჩები "ქართული ოცნების" გუნდურ მოთამაშედ - წულუკიანი

პრემიერის გადადგომის შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.  თეა წულუკიანი ამბობს, რომ მან არ იცის ვინ იქნება ახალი პრემიერი და არც შესაძლო კანდიდატებზე საუბრობს.

რაც შეეხება მის ადგილს მინისტრთა ახალ კაბინეტში, თეა წულუკიანის თქმით, შეინარჩუნებს თუ არა მინისტრის თანამდებობას, ეს ახალ პრემიერზე იქნება დამოკიდებული, თუმცა აცხადებს, რომ  ის რჩება „ქართული ოცნების“ გუნდურ მოთამაშედ.

„მე არ შეიძლება ვიცოდე, ვინ იქნება მომავალში პრემიერ-მინისტრი. ის კანდიდატი, რომელიც ჯერ არ დასახელებულა, როგორ დააკომპლექტებს კაბინეტს. ამას აქვს თავისი პროცედურა. ასევე, წინასწარი ინფორმაციებიც არ მაქვს. კარგი იქნება, თუ ჩვენ ყველანი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, მშვიდად შევხვდებით იმას, რომ ეს არის პროცედურა. ქვეყანას მართავს „ქართული ოცნების“ მმართველი პარტია და პრემიერისა და მინისტრის ცვლილებით არ იცვლება პოლიტიკური კურსი არც შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ამავე თემაზე