სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-14 12:28:38
წულუკიანი შესაძლოა ჩუგოშვილმა შეცვალოს

იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანი შესაძლოა თამარ ჩუგოშვილმა შეცვლოს- ინფორმაციას ამის შესახებ "კურიერი" ავრცელებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ გუნდში წულუკიანის შემცვლელად სწორედ პარლამენტის ვიცე სპიკერის კანდიდატურას განიხილავენ

ამ დრომდე უცნობია ვინ შეინარჩუნებს და ვინ ვერა თანამდებობს ახალ მინისტრთა კაბინეტში, თუმცა პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, ერთ ერთი, ვისი გვარიც წამსვლელების სიაში განიხილება სწორედ წულუკიანია.

მმართველი პარტია პრემიერ მინისტრის კანდიდატურაზე დღეს 17 საათზე, პარტიის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. სავარაუდოდ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი ახალი პრემიერის და მინისტრების კანდიდატურები. 

ამავე თემაზე