სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-13 21:40:32
ახალი პრემიერი - მამუკა ბახტაძე

ცნობილი ხდება, რომ მმართველი გუნდი პრემიერ მინისტრის პოსტზე არჩევანს მამუკა ბახტაძეზე აკეთებს. სწპრედ ბახტაძე წარადგენს ახალ სამთავრობო გუნდს.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ, მის შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილებოდა- ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამა ცქიტიშვილი და შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გახარია, თუმცა დიდი ალბათობით "ქართულმა ოცნებამ" არჩევანი მამუკა ბახტაძეზე გააკეთა.

უცნობია ძველი მინისტრებიდან ვინ შეინარჩუნებს თანამდებობებს, თუმცა "პირველი რადიოს" ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან თეა წულუკიანი, დიმიტრი ქუმსიშვილი, მიხეილ გიორგაძე, მიხეილ ჯანელიძე და სოზარ სუბარი. 

ამავე თემაზე