სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-06-13 20:57:40
აღარ არსებობს პირი, ვინც პასუხისმგებელია ამ საქმის სამართლიანად წარმართვაზე - სარალიძე კვირიკაშვილის გადადგომაზე (ვიდეო)

მე მოვითხოვე გახარიას და წულუკიანის გადადგომა, რომლებიც პირდაპირ შემხებლობაში არიან ჩემ საქმესთან- აცხადებს ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს შსს-ში რამდენომე საათოს განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს მან ვერ დაინახა, რომ ყოფილმა პრემიერმა მის საქმეზე რამე იცოდა და დამალა:

"მართალია ერთი მოთხოვნა მოვითხოვე მისი და მთავრობის გადადგომა, მაგრამ როდესაც გიორგი კვირიკაშვილს შევხვდი, ვერ დავინახე ის, რომ მან იცოდა ამ საქმის შესახებ რამე და დამალა. ვინც დამალა ვითხოვ კონკრეტულად იმათ გადადგომას და რატომ იკავებენ ჯერჯერობით პოსტს, ეს ძალიან მიკვირს" აცხადებს ზაზა სარალიძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.

მოკლული მოზარდის მამა ამბობს, რომ პრემიერის გადადგომის მდეგ, აღარ არსებობს პირის, ვინც მის წინაშე პასუხისმგებელია

ამავე თემაზე