2018-06-13 20:27:00
პროკურატურამ ბრალი წამიყენა - აზერ სულეიმანოვი

საქართველოს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის შენობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მარნეულში ელჩინ ალახვერდიევის მიმართ ცემის ფაქტზე მას პროკურატურამ ბრალი წაუყენა. 

"ეს მორიგი პოლიტიკური თამაშია ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების წინააღმდეგ. დღეს პროკურატურას ჰქონდა უბრალოდ შაბლონური კითხვები. მე არ ვარ დამნაშავე. დაკითხული ხალხიდან ყველა იყო „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები და წევრი. ეს ადამიანი, რომელიც იყო დავით სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე, რამდენიმე წელია „ოცნების“ მხარდამჭერია. „ოცნების“ ორ წვრს შორის მოხდა რაღაც დაპირისპირება და ასე გამოდის, რომ მე ვარ აბაზოვის და ივანიშვილის ადვოკატი პროკურატურაში. რაღაც ორი წუთი შევხვდი, ვესაუბრე, ჩემთან ერთად ჩაიხანაში იყო „ოცნების“ რამდენიმე წევრი და სხვა ხალხიც, მერე ეს კაცი წავიდა, მე მეგონა წავიდა სახლში, მე რა ვიცი რა მოხდა, მე რა შუაში ვარ?!", - განაცხადა პროკურატურიდან გამოსულმა აზერ სულეიმანოვმა.

ამავე თემაზე