2018-06-13 20:20:19
მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი აღარ უნდა იყოს- NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან გადადგომას ეხმაურებიან, ცვლილებებს მნიშვნელოვანად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი აღარ უნდა იყოს. 

„მნიშვნელოვანია, რომ ღირსეული და პროფესიული ადამიანები იქნენ შერჩეული ამ თანამდებობებზე. ცხადია, რომ საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა, რომ სამთავრობო გუნდი გადახალისებულიყო, რადგანაც ბევრი რეფორმა ახალი სულით უნდა გაგრძელებულიყო,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

„ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ იმ პირობებში, როდესაც არ ვლაპარაკობდით მთავრობის დათხოვნაზე, ვამბობდით, რომ მოქმედ იუსტიციის მინისტრს დაკავებულ პოსტი უნდა დაეტოვებინა,“- განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

ამავე თემაზე