2018-06-13 20:05:01
"ბოლო წვეთი ზაზა სარალიძის თავდადებული პროტესტი და უსამართლობით შეძრული ქუჩაში გამოსული გაბრაზებული მოქალაქეები გახდნენ"

პრემიერის გადადგომას მედია ექსპერტი ნინო დანელია "ფეისბუქით" ეხმაურება და წერს, რომ "კვირიკაშვილი გადააყენა ბიძინამ" და ამ ყველაფრის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ზაზა სარალიძის პროტესტი და ქუჩაში გამოსული  მოქალაქეები:

"არავითარი ილუზია იმისა, რომ სამოქალაქო ჯგუფებმა გადააყენეს კვირიკაშვილი. კვირიკაშვილი გადააყენა ბიძინამ (UNICEF-ის კვლევა რომ დაარქვეს). მაგრამ ჩვენ ვაგროვეთ წვეთები ფიალაში, დიდხანს და თანმიმდევრულად ვაგროვეთ. ბოლო წვეთი კი ზაზა სარალიძის თავდადებული პროტესტი და უსამართლობით შეძრული ქუჩაში გამოსული გაბრაზებული მოქალაქეები გახდნენ. ამიტომ არასოდეს დავიღალოთ და არასოდეს ჩავიქნიოთ ხელი. მესმის, რომ ეხლაც სათადარიგო პაიკები დგანან რიგში, მაგრამ ამ პაიკებსაც მოეკითხებათ, თუ წესიერად არ მოიქცნენ და საბოლოოდ გავალთ მთავარ პრობლემაზე - ბიძინაზე. იცოდეთ, ბრძოლა პროცესია, რომელსაც ყოველთვის აქვს აზრი.
#მეთავისუფლებისთვის" წერს ნინო დანელია
 

ამავე თემაზე