საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა
2018-06-13 20:10:16 · ამობეჭდვა

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა.

განკარგულება პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.

"საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე","-ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

კვირიკაშვილის გადადგომა ნიშნავს, რომ მთავრობის შემადგენლობა ავტომატურად გადაყენებულია. ამის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა ასევე 7 დღეში უნდა წარუდგინოს მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს.





გაზიარება და მოწონება