სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-13 20:03:14
"გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური"

„ევროპული საქართველო“ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება. დავით ბაქრაძის თქმით, კვირიკაშვილის განცხადებამ დაადასტურა, რომ მთავრობა ვერ აცნობიერებს ღრმა კრიზისს რომელშიც იმყოფება.

„პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ნათლად გამოჩნდა ორი რამ. პირველი, მან ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები. და მეორე, მან ისაუბრა ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამავე თემაზე