სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-13 19:47:16
ივანიშვილის საყვედური კვირიკაშვილს აქციაზე მისვლისთვის- "ვისთან იყო შეთანხმებული"

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე ყოფილმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან გუშინდელ შეხვედრაზე არაერთი საყვედური მიიღო. გარდა ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობისა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე დაინტერესდა ვისთან იყო შეთანხმებული კვირიკაშვილის მისვლა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რა დროსაც პრემიერს აქციის მონაწილეები სტვენით შეხვდნენ და ბოთლებიც ესროლეს. არსებული ინფორმაციით, ამ საკითხმა ივანიშვილის განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია.

ამავე ინფორმაციით, ივანიშვილ-კვირიკაშვილს შორის გუშინ საკმაოდ დაძაბული საუბარი შედგა, რა დროსაც ივანიშვილმა პრემიერს მოსთხოვა თანამდებობა დაეტოვებინა, რაზეც კვირიკაშვილისგან უარი მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულად დაინტერესდა ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობით და იმით, თუ რატომ გაიზარდა ბოლო 1 წელიწადში ქვეყნის საგარეო ვალი. ყოფილმა პრემიერმა მოქმედს ამ საკითხზეც უსაყვედურა და იმ დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, რომელიც სწორედ საგარეო ვალის აღებას და ამის საჭიროებას უკავშირდება. 

ამავე თემაზე