"კრიზისი ღრმავდება... დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები"
2018-06-13 19:27:03 · ამობეჭდვა

"კრიზისი ღრმავდება... დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები"- ასე გამოეხმაურა "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ამ მდგომარეობამდე მთავრობა სწორედ ქუჩაში გამოსულმა შვილმკვდარმა მამებმა და მათმა მხარდამჭერებმა მიიყვანა.

„ჩვენ უნდა შევცვალოთ რეჟიმი. მთავრობის შეცვლა ჯერ კიდევ არ ნიშნავს საქართველოს გამოხსნას გველეშაპი ივანიშვილის კლანჭებიდან. ამიტომ უნდა შეიცვალოს რეჟიმი და ამ რეჟიმის გასაღები ინახება უმრავლესობაში,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის გადაყენების გადაწყვეტილება იმ კრიზისიდან გამომდინარე მიიღო რომელიც ქვეყანაში არსებობს.

„კრიზისიდან ვერ გამოდიოდნენ და გადმოაგდო სატყუარა. ეს კრიზისი ოფიციალურად საპროტესტო მოძრაობის შედეგია. ისე კრიზისი კი იყო ადრევე მაგრამ ამის აღიარება არ სურდათ და ხალხმა აიძულა, რომ ეთქვათ-კი, ჩვენ ავად ვართ. მაგრამ ჩვენ პერსპექტიული ავადმყოფები ვართ, გადავრჩებით და გადაგარჩენთ, რაც მორიგი ტყუილია იმ უფასო ფულის არ იყოს...

„კრიზისი ღრმავდება. დღეს ისინი ოფიციალურად გახდნენ შარდდალეულები. ხვალ გახდებიან კიდევ რაღაც სხვა ამბავ დალეულები და ცუდად დაუმთავრდებათ საქმე,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.





გაზიარება და მოწონება