სიახლეები
პოლიტიკა
მთავარი სიახლე
2018-06-13 19:23:40
"მინიშნება იყო ბახტაძეზე, რომელიც არის ნაცრისფერი ფიგურა" - ახალი პრემიერი

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ ერთი ლიდერი გიორგი კვირიკაშვილის შემცვლელად ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის კანდიდატირას ვარაუდობს. გოგუაძე ამბობს, რომ მაია ცქიტიშვილი და გიორგი გახარია პრემიერის თანამდებობას არ დაიკავებენ და იყო მინიშნება, რომ მამუკა ბახტაძე შეიძლება იყოს მთავრობის მეთაური.

"რა თქმა უნდა არავინ არ იცის, ვინ იქნება პრემიერ მინისტრი გარდა ბიძინა ივანიშვილისა. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ იქნება საზოგადოების გამოწვევა თუ არ შეიცვლება იუსტიციის მინისტრი. 

მე შემიძლია ჩემი ვარაუდი გითხრათ, რომ მაია ცქიტიშვილი არ იქნება. მე ვვარაუდობ, რომ არც გახარია არ იქნება და გუშინ, იმ საოცარ მესიჯებს, რომელსაც ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ვისმენდით, თუ ჩავუღრმავდებით, დიახ მინიშნება იყო ბახტაძეზე, რომელიც არ არის როგორც გახარია, გამორჩეული, უფრო არის ნაცრისფერი ფიგურა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობა სწორედ ნაცრისფერ ადამიანებს ემყარება...ჩემი ვარაუდით ეს იქნება ბახტაძე" განაცხადა გოგუაძემ. 

ამავე თემაზე