"ყველაფერი დამთავრდება შემოდგომაზე. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ბარტყების გადმოგდება"
2018-06-13 19:11:40 · ამობეჭდვა

პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომას უკვე მოყვა შეფასებები ოპოზიციაში. "ენმ"-ს ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბევრად უფრო ღირსეულად წავიდა:

„ბატონმა ღარიბაშვილმა ის მაინც თქვა, რომ ბიძინამ გამიშვა. ბატონმა კვირიკაშვილმა თქვა შემდეგი რომ თითქოს მას აქვს უთანხმოება თვეების განმავლობაში ხედვებთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარესთან...

ეს ადამიანი 30 მარტს თვენახევრის წინ საუბრობდა ცინიკურად, საზოგადოებას ესაუბრებოდა და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ აქ ყვავ-ყორნებივით რომ დასტრიალებთ ჩემს ადმინისტრაციასო და რომ ელოდებით ტაიმერი როდის დარეკავს და როდის გადავდგებიო, პირობას გაძლევთ რამდენიმე წელი ეს ტაიმერი არ დარეკავსო. აქედან გამომდინარე რისი თქმა შეიძლება, დიახაც, საზოგადოების ძალიან პატარა მაგრამ მაინც გამარჯვება. ყველაფერი დამთავრდება შემოდგომაზე. ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო ბარტყების გადმოგდება. გადმოაგდო მირზა სუბელიანი, გადმოაგდო შოთაძე და გადმოფერთხა მთელი მთავრობა. პირადი მზარეულის დანიშვნა უნდა ქალბატონი ცქიტიშვილის? ოლიგარქატი უნდა დამარცხდეს. ბიძინა ივანიშვილის უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებს და ამას გააკეთებს საზოგადოება,“-განაცხადა ნიკა მელიამ.





გაზიარება და მოწონება