სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-06-13 11:23:12
რუსთაველზე, აქციაზე დაკავებულ ორ პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო სამი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

რუსთაველის გამზირზე, აქციაზე 11 ივნისს დაკავებულ ფარნაზო ჭკადუასა და გიორგი რუხაიას სამდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო გიორგი მაჩაიძე, გიორგი ხაბურზანია და დავით ოსიყმაშვილი 1000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

ხუთივე მათგანს ბრალად ედება პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. მათი საქმე მოსამართლე ნინო ყანჩაველმა, დროის სიმცირიდანგამომდინარე, ერთდროულად განიხილა.

როგორც დაცვის მხარემ განაცხადა, მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სასამართლომ რუსთაველის გამზირზე ორი დღის წინ დაკავებულ ირაკლი ნადირაძის საკითხზე უნდა იმსჯელოს.

ამავე თემაზე