სიახლეები
მთავარი სიახლე
2018-06-13 09:24:53
სახეზე წასმული შარდი - ძალადობა მარნეულში აქციის მონაწილეზე - სკანდალური ვიდეო 

სკანდალური ვიდეომასალა სოციალურ ქსელში და სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიება. საქმე ეხება საჯარო, დამამცირებელი ბოდიშის მოხდას ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის გინებისთვის - სტუდია "მონიტორის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მარნეულის ერთ-ერთი მცხოვრების მიერ აქციაზე გამოთქმული უცენზურო სიტყვები სოციალურ ქსელში გავრცელდა, რამდენიმე დღეში კი მან მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა და სინანული სახეზე სავარაუდოდ, შარდის წასმით გამოხატა.

სოციალურ ქსელში მომხდარს ამ პიროვნებაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და უშუალოდ მარნეულის მერის მხრიდან ზეწოლას უკავშირებენ, თუმცა თემურ აბაზოვი ბრალდებას უარყოფს. პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო - მუხლით, რომელიც დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს. საქმეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა იძიებს.

ამავე თემაზე