სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-06-12 12:34:35
კუპრავას თავს დაესხნენ და იძულების წესით ამოიყვანეს, ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა - ადვოკატი

ზაზა სარალიძის ადვიკატის, ნესტან ლონდარიძის თქმით, გუშინ საქალაქო სასამართლოში არაერთი დარღვევა მოხდა. მისი განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ზვიად კუპრავას თავისუფლად მისცეს შესაძლებლობა დარბაზი დაეტოვებინა და მედიასთან ესაუბრა, მაგრამ სადილობის დროს მას თავს დაესხნენ და ძალის გამოყენებით დააბრუნეს დარბაზში.

„თუნდაც ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი არის უყურადღებოდ სასამართლო დარბაზში, მას აქვს საშუალება გამოვიდეს და პრესას მისცეს კომენტარი მას არავინ აკავებს ამ დროს და არ უშლის  თავისუფალ გადაადგილებას და სრულიად შემთხვევით, როცა ის სასადილოში არის ჩასული თავს ესხმიან და იძულების წესით ამოჰყავთ, ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა და ამაზე უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ რეაგირება“- აცხადებს ლონდარიძე

ამავე თემაზე