სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-06-11 14:03:40
ჩემი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო პირადად მინისტრმა - კუპარავა

ჩემი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო პირადად მინისტრმა - ეს განცხადება, ზვიად კუპრავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გააკეთა.  ამ წუთებში მოსამართლე ზვიად კუპრავასთვის და კიდევ სამი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

როგორც სასამართლო პროცესზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, ხელისუფლება მის ჩამოშორებას ცდილობს.

„ჩემი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო პირადად მინისტრმა. ჩემი დაკავება არის პოლიტიკური,ხელისუფლებას სურს მე ჩამოვშორდე ამ პროცესებს. ამას ემსახურება შავი პიარიც სამთავრობო არხებიდან“-განაცხადა კუპარვამ. 

ზვიად კუპრავა და პარლამენტთან მიმდინარე აქციის კიდევ სამი მონაწილე სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს. 

ამავე თემაზე