სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის თხოვნით გზა კარვებით ამ დრომდე გადაკეტილია" />
კარვებით გადაკეტილი რუსთაველი - რა გადაწყვეტილებას მიიღეებს შსს ?
2018-06-10 22:35:25 · ამობეჭდვა

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის თხოვნით გზა კარვებით ამ დრომდე გადაკეტილია. ზაზა სარალიძის განცხადებით, პროტესტის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ სანამ არ იქნება დაკმაყოფილებული მათი მოთხოვნები.

რაც შეეხება გზის გადაკეტვის ფაქტს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება რომლის მიხედვითაც, პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე 16:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდებოდა.





გაზიარება და მოწონება