სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-06-10 21:58:28
"მომხდარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო" - მირზა სუბელიანი

ცოტახნის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა სუბელინმა განაცხადა, რომ მოზარდების მკვლელობასთან შედარებით, მისთვის "გისოსები მეორეხარისხოვანია". 

„მომხდარი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო. თუ შეიძლებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით მათი გადარჩენა, მზად ვიყავი ამისთვის. ის გარემოება, რომ ცხოვრებისგან არავინაა დაზღვეული, მეც გამიგია. ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, ტრაგედიას. ბევრი ოჯახი განადგურდა ამით. ადვოკატების პოზიციას ვეთანხმები, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი, ჩემთვის გისოსები მეორეხარისხოვანია მომხდართან დაკავშირებით“,- განაცხადა სუბელიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიების სახლით წინასწარი ორ-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ამავე თემაზე