არ გაეკაროთ იმ ტერიტორიას,გადაკეტილი რუსთაველით ქვეყანა არ დაინგრევა - დავით უსუფაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
2018-06-10 21:53:21 · ამობეჭდვა

„შენების მოძრაობის’ ლიდერი დავით უსუფაშვილი რუსთაველის გამზირის კარვებით გადაკეტვას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ ტერიტორიას არ უნდა გაეკაროს და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ ხელისუფლებას ვურჩევ, 5 თვე და 6 თვე კარავი იქნებ იდგეს და სარალიძე, მაჩალიკაშვილი იქ ისხდნენ, არ გაეკარონ იმ ტერიტორიას. გადაკეტილი რუსთაველით ქვეყანა არ დაინგრევა. რუსთაველი გადაკეტილი ყოფილა ბევრი მიზეზის გამო, ამიტომ ნუ დაიწყებენ ფიქრს რამდენი ხანი იქნება კარავი. ახლა საჭიროა რაც შეიძლება მალე, ყოველდღიურად მე თქვენც და ყველამ დაინახოს და გაიგოს კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან“ - განაცხადა უსუფაშვილმა.





გაზიარება და მოწონება