გადადგეს გახარია და წულუკიანი - ზაზა სარალიძე
2018-06-10 21:41:05 · ამობეჭდვა

ზაზა სარალიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის და იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვს. ამასთან ერთად მისი მოთხოვნაა დააკავონ ყველა ის პირი ვინც ამ საქმეში მოანწილეობდა.

„ ქალბატონი წულუკიანი, ბატონი გახარია ეს თანამდებობის პირებს რაც შეეხება. დანარჩენი, გენპროკურორი პასუხისგებაში უნდა მიეცეს, ყველა პროკურორი ვინც იყო ამ საქმეში ჩართული პასუხისგებაში უნდა მიეცეს. საქმის პროკურორი დღესაც არ არიან დაბარებული დაკითხვაზე და არც კი შეაწუხეს ფხაკაძე და გუგუშვილი. ყველა გამომძიებელი ვინც შეთითხნა ეს საქმე, ყველა ექსპერტი და დაუყოვნებელი დააკავონ ორივე მკვლელი ვინც გარეთ არიან“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





გაზიარება და მოწონება