"ჩემ სოფლელებს უკრძალავს აქციებზე ჩამოსვლას, არ ჩამომიყვანოთ მანდ!" - ზაზა სარალიძე
2018-06-10 21:28:44 · ამობეჭდვა

ზაზა სარალიძის განცხადებით ზესტაფონის სოფელ ხუთოდან ადგილობრივებს აქციაზე წამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.

„ მე ვარ ზესტაფონის რაიონი სოფელი ხუთიდან, სოფელი ხუთის მაჟორიტარი დეპუტატია ტუ გამგებელი არ ვიცი ზუსტად, ინფორმაცია მომივიდა, რომ ჩემ სოფლელებს უკრძალავს აქციებზე ჩამოსვლას. პირადად არ ჩამოიყვანოთ მანდ, ნუ აშანტაჟებთ ამ ხალხს რაღაც რაღაც აზრებით. გონს მოუხმეთ“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილსი მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე კარვები გადაიტანეს.





გაზიარება და მოწონება