სიახლეები
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-06-10 18:56:11
მოვუწოდებ მმართველს გუნდს დაგვიდგნენ გვერდით - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან ხელისუფლებას მიმართა. მისი თქმით ვისაც სურს სამართლიანობასთან ბრძოლა მათთვის მათი კარი ღიაა.  

“ მოვუწოდებ მმართველს გუნდს გამოვიდეს აქ, დადგეს ამ სცენაზე და ჩვენთან ერთად შეებრძოლოს  უსამართლობას. ყველას კარი ღია ვისაც სამართლიანობისთვის ბრძოლა წყურია. თუ გული უძგერთ და შესტკივათ ჩვენი შვილები, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდში “ - განაცხადა სარალიძემ.

 

ამავე თემაზე