" დღეს მაფიოზი ამბობს, რომ მე ვარ უფლება დამცველი" - გია ხუხაშვილი
2018-06-10 18:07:32 · ამობეჭდვა

გია ხუხაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ხელისუფლების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა მის მიერ წარმოქმნილ ურჩხულს ებრძვის და გიგა ბოკერია უფლებადაცველი გახდა რაც აბსურდის თეატრია.

“ მეორე ეტაპზე გადავიდა ეს თამაში. ანუ მსოფხედველობრივად ეს კომკავშირების ჯგუფი ახლოს არის ბოკერიასთან ვიდრე, ძველ ქართულ ოცნებასთან. დღეს რა სურათი გვაქვს, ნაციონალური მოძრაობა გაიყო ორად და თავის მიერ წარმოქმნილი ურჩუხლის გამო ასამართლებს ქართულ ოცნებას. ანუ დღეს მაფიოზი ამბობს, რომ მე ვარ უფლება დამცველი და ანუ ალ კაპონე გახდა მართინ ლუთერ კინგი, აქამდე მივედით. ბოკერია გახდა უფლება დამცველი. სამართლიანობა უდნა აღადგინოს ხელი, ამაზე ვინ მოუწერა ხელი, კობახიძემ მოუწერა. ეს არის სრული აბსურდის თეატრი“ - განაცხადა ხუხაშვილმა.





გაზიარება და მოწონება