მირზა სუბელიანს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
2018-06-10 11:31:10 · ამობეჭდვა

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. აღნიშნული დანაშაული ჯარიმით, ან 2 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს აღიარებს.





გაზიარება და მოწონება