სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
საზოგადოება
2018-06-09 18:27:29
გომბორზე მომხდარ ავარიასთა დაკავშირებით მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გომბორზე მომხდარი ავარიასთა დაკავშირებით, შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. 

" შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის  მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს,  ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი 1981 წელს  დაბადებული ბ. კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის  მოსპობა გამოიწვია" - ნათქვამია განცხადებაში. 

ამავე თემაზე