სიახლეები
სამართალი
მთავარი სიახლე
2018-06-09 18:20:04
მირზა სუბელიანი, ბრალდებას აღიარებს - შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, ბრალდებას აღიარებს.

" რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები" - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული. დანაშული  ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 

ამავე თემაზე