სიახლეები
მსოფლიო
სხვა ამბები
2018-06-08 17:21:58
ცნობილმა ტელეწამყვანმა ენტონი ბარდენმა თავი მოიკლა

CNN-ის ცნობილი ტელეწამყვანი, მწერალი და მზარეული ენტონი ბარდენი სასტუმროში გარდაცვლილი იპოვეს, გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი ავრცელებს. ბარდენი საფრანგეთში, სტრასბურგში CNN-ის გადაღებებისთვის იმყოფებოდა. 

„გვინდა ღრმა მწუხარებით შეგატყობინოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი მეგობარი და კოლეგა ენტონი ბარდენი. ის მუდმივად გვაოცებდა თავისი ნიჭით და ყველას ძალიან მოგვენატრება. ჩვენი ფიქრები ამ მძიმე წუთებში მის ქალიშვილთან და ოჯახთან არის“, – განაცხადეს CNN ში. 

ცნობილმა მზარეულმა 2016 წელს თავისი გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი საქართველოში გადაიღო.

ამავე თემაზე