ვითიბი ბანკის მხარდაჭერით სანდრო დალაქიშვილის გამოფენა გაიმართა
2018-06-05 17:19:05 · ამობეჭდვა

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სანდრო დალაქიშვილის პერსონალური გამოფენა "მამაკაცის ცხოვრება" გაიხსნა. ეს გამოფენა მხატვარმა მიუძღვნა მამაკაცის შეცნობას მისი თვალთახედვით, მისი აზრებითა და ხელოვნებით. ექსპოზიცია აერთიანებს 2015 – 2018 წლებში შექმნილ 17 ნამუშევარს. მხატვარი შეეცადა გაეაზრებინა და გადმოეცა სხვადასხვა დროის მამაკაცის ცხოვრება, კულტურული თვითმყოფადობა და მსოფლმხედველობა. სანდრო დალაქიშვილის გამოფენა "მამაკაცის ცხოვრება" 9 ივნისამდე გრძელდება. ვითიბი ბანკი, ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.





გაზიარება და მოწონება