ბიზნეს ნიუსი
2018-06-05 16:20:35
სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ბიზნესომბუდსმენთან ერთად ახალციხეში ბიზნეს-სექტორთან შეხვედრა გამართა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა  ბიზნესომბუდსმენთან ერთად  რეგიონულ  ბიზნეს-სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.  შესაბამისი ღონისძიება დღეს ქალაქ ახალციხეში გაიმართა. ჩატარებული ღონისძიება საინფორმაციო ხასიათის იყო. ბიზნესომბუდსმენმა  ადგილობრივ  ბიზნეს-სექტორს  საკუთარი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, შემდეგ კი შეხვედრები  კითხვა პასუხის რეჟიმში გრძელდებოდა  და რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ  პრობლემური საკითხების შესახებ კითხვები დაესვათ. შეხვედრას  30-მდე ადგილობრივი მეწარმე დაესწრო.

რეგიონული შეხვედრები იმ მემორანდუმის ფარგლებში იმართება, რომელიც აპრილის თვეში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბიზნესომბუდსმენს შორის გაფორმდა. ანალოგიური ხასიათის შეხვედრები უკვე გაიმართა    ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და გორში. გაფორმებულ  დოკუმენტში გაწერილი პირობების შესაბამისად, შეხვედრების ორგანიზებაში  რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატები ჩაერთნენ. მემორანდუმის მიხედვით საქართველო რეგიონებში ბიზნეს წრეებთან კომუნიკაციაში ბიზნესომბუდზმენს სწორედ საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატა შეუწყობს ხელს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ბიზნესომბუდსმენის აპარატთან  სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. ირაკლი ლექვინაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენის  შემდეგ ბიზნესთან პირველი შეხვედრა სწორედ  პალატის ხელშეწყობით გამართა, რომელსაც პალატის წევრი 100-მდე კომპანია ესწრებოდა.

ამავე თემაზე